eng | ქარ 29 ნოემბერი 2021, 09:06 ორშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

დაპირისპირება დმანისში - წინასაარჩევნო შეხვედრის დროს ორი პირი ცივი იარაღით დაჭრეს

21 სექტემბერი 2021 | 17:57

„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის, გიორგი ტატუაშვილის განცხადებით, სოფელ განთიადში, ის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს „ქართული ოცნების“ წევრები მივიდნენ, მათ მხარდამჭერებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და ცივი იარაღით დაჭრეს.

მისივე ინფორმაციით, დაჭრილია ორი ადამიანი, ჭრილობები ხელის და სახის არეში აქვთ მიყენებული.

ოპოზიცია მომხდარში "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს და ფაქტს ანგარიშსწორებას უწოდებს.

პარტია „ქართული ოცნების“ დმანისის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათი მხრიდან პროვოკაციას ადგილი არ ჰქონია და სურთ, არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიაროს. დღევანდელ ინციდენტთან დაკავშირებით კი ამბობენ, რომ გამოძიების დასრულებას დაელოდებიან.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD
EUR
GBP
RUS

Georgian Times