eng | ქარ 29 ნოემბერი 2021, 10:04 ორშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

800 მილიონიანი “ნამახვანჰესი” აღარ აშენდება - ENKA საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს

22 სექტემბერი 2021 | 15:59

ENKA Renewables-ი საქართველოს სახელმწიფოსთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს - $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდება.

ამის შესახებ Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის - ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზს მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი წარმოადგენს.

“ENKA Renewables-ი, რომელშიც ENKA İNŞAAT-ი 90%-იან წილს ფლობს, საქართველოს სახელმწიფოს აცნობს, რომ მოხდეს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობა-ფლობა-ოპერირების თაობაზე, 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა/გაუქმება, რის მიზეზსაც კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი წარმოადგენს", - ნათქვამია განცხადებაში.

BMG-იმ 15 სექტემბერს სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნამახვანჰესის პროექტის ინვესტორი ENKA საქართველოს მთავრობასთან საარბიტრაჟო დავის დაწყებას განიხილავდა.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD
EUR
GBP
RUS

Georgian Times