eng | ქარ 28 იანვარი 2022, 12:52 პარასკევი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

"58 მოქალაქემ უკანონოდ მიიღო კრედიტი, რომლის ჯამური ოდენობა მილიონ-ნახევარ ლარს აღემატება" - საგამოძიებო სამსახური

26 ნოემბერი 2021 | 13:32

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცეს ექვსი პირი, რომელთაგანაც სამი დაკავებულია. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2019-2021 წლებში მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით დაამზადეს და გაასაღეს ყალბი სახელფასო ცნობები, ასევე, გააყალბეს სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დოკუმენტები მოქალაქეების მიერ ფულადი გზავნილების თითქოსდა მიღების თაობაზე, რომელთა გამოყენებითაც საქართველოში არსებული სხვადასხვა საბანკო დაწესებულებიდან 58 მოქალაქემ უკანონოდ მიიღო კრედიტი, რომლის ჯამური ოდენობა მილიონ-ნახევარ ლარს აღემატება.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ასეულობით მოქალაქის სახელზე დამზადებული ყალბი დოკუმენტები, ასევე მათ დასამზადებლად გამოყენებული კომპიუტერული ტექნიკა და სხვადასხვა ორგანიზაციის ყალბი ბეჭდები. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით“,-აღნიშნულია განცხადებაში.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD
EUR
GBP
RUS

Georgian Times