eng | ქარ 17 მაისი 2022, 02:49 სამშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

ბრიუსელში NATO-ს შტაბ-ბინაში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა დაიწყო

12 იანვარი 2022 | 13:57

ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა დაიწყო, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ნატო-ს და რუსეთის დიპლომატები ერთმანეთს ბოლო 18 თვის განმავლობაში პირველად ხვდებიან.

მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე გრუშკო უხელმძღვანელებს, რომელმაც შეხვედრას რუსეთის და ნატო-ს ურთიერთობებში „გარდამტეხი მომენტი“ უწოდა.

რუსული მხარე ნატო-ს მოკავშირეებს ევროპაში უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოთხოვნებს წარუდგენს. ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები კი გეგმავენ შეშფოთების გამოთქმას რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან სამხედროების მობილიზების, სხვადასხვა ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული კიბერ თავდასხმებისა და არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით.

ნატო-ს დიპლომატები აცხადებენ, რომ ალიანსი მზად არის აწარმოოს მოლაპარაკება მოსკოვთან სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით ღიაობის გაზრდის მიზნით, ასევე ევროპაში რაკეტებთან დაკავშირებული შეიარაღების კონტროლის საკითხებზე, მაგრამ ასევე ხაზს უსვამენ, რომ რუსეთის ბევრი მოთხოვნა, რომელიც დეკემბერში გამოქვეყნებულ ხელშეკრულებების პროექტებში იყო ასახული, მიუღებელია, მათ შორის მოწოდებები, რომ ალიანსი უარს იტყვის გაფართოვებაზე.

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციას გამართავს.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD
EUR
GBP
RUS

Georgian Times