eng | ქარ 17 მაისი 2022, 00:54 სამშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

ბოლო ერთ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსის 15 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა

13 იანვარი 2022 | 10:58

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის ტედროს ადანომ გებრეიესუსის განცხადებით, მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის 15 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის თქმით, გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც. მისი თქმით, „ომიკრონი“ დელტა ვარიანტთან შედარებით მსუბუქი ვარიანტია, თუმცა მაინც საშიშია, განსაკუთრებით არავაქცინირებული ადამიანებისთვის.

„ამ ვირუსს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ თავისუფლად გავრცელდეს. აფრიკაში მოსახლეობის 85%-ს ჯერ კიდევ არ მიუღია ვაქცინის პირველი დოზა. თუ ამ ხარვეზს არ გამოვასწორებთ, პანდემიის მწვავე ეტაპს ვერ დავასრულებთ“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.

გებრეიესუსის განმარტებით, ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, რათა თითოეულმა ქვეყანამ მოსახლეობის 70 პროცენტის ვაქცინაციას მიაღწიოს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 90 ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი ჯერ კიდევ ვერ აღწევს 40%-ს.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD
EUR
GBP
RUS

Georgian Times